საცალო გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
** არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
** საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სხარტი აზროვნების უნარი;
** სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: zakaradze@igg.ge

გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცალო გაყიდვების აგენტი - ბათუმი".

ბოლო ვადა: 12.09.2019.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე