ცენტრალური საწყობის შეკვეთების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცენტრალური საწყობის შეკვეთების ოპერატორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ცენტრალური საწყობის შეკვეთების ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ცენტრალური საწყობის მომარაგება დადგენილი ასორტიმენტის მიხედვით;
** ცენტარლური საწყობის შეკვეთისა და მომარაგების გრაფიკის აწყობა მომოწდებლებზე;
** შეკვეთისა და სასაწყობე რაოდენობის განსაზღვრა გაყიდვა/გადაადგილებიდან გამომდინარე;
** ობიექტებიდან მიღებული შეკვეთების დროული და სრული დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებისათვის დასაბრუნებელი პროდუქციის კონტროლი;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** 1C-ERP-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Excel სავალდებულოა);

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებულობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ცენტრალური საწყობის შეკვეთების ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე