ტექნიკური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000443
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინფრასტრუქტურული განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** განათლება: ხარისხი - პროფესიული, საშუალო.

ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სისხარტე.

დამატებითი მოთხოვნა: ელექტრო მოწყობილობების მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** განათების, ელექტროობის, ტრანსფორმატორის შემოწმება;
** კარების შემოწმება, რეგულირება, შეზეთვა;
** ტერიტორიაზე დროშების, ქვაფენილის, სანიაღვრე ჭების, საგზაო ნიშნების შემოწმება და წესრიგში მოყვანა;
** ლიფტების მომსახურება/სერვისი;
** მეორადი ზეთის ამოტუმბვა, ყველა ფილიალიდან და მანქანაზე დატვირთვა;
** დაზიანებული სკამების აღდგენა;
** სარეკლამო ბანერების მონტაჟი და დემონტაჟი;
** საოფისე ავეჯის აწყობა, დაშლა და შემდგომ საწყობში გადატანა;
** გენერატორში საწვავის კონტროლი და ჩასხმა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/443

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25 აგვისტო, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე