გათბობა-ვენტილაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გათბობა-ვენტილაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გათბობა-ვენტილაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000444
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინფრასტრუქტურული განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** განათლება: ხარისხი - პროფესიული, საშუალო.

ენების ცოდნა: ქართული - ძალიან კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სისხარტე.

სამუშაოს აღწერა:

** გაგრილება-გათბობის ცენტრალური დანადგარის ყოველდღიური მონიტორინგი;
** გაგრილების ცენტრალური დანადგარის კონდენსატორების და მთლიანი სისტემის გარეცხვა წელიწადში ორჯერ;
** გაგრილება-გათბობის სისტემაში წყლის ან ლიკოლის წნევის სისტემატიური კონტროლი;
** საცირკულაციო დანადგარების კონტროლი თერმო კამერის გამოყენებით, რათა არ მოხდეს გახურება ან არ გამოვიდეს მწყობრიდან საკისრები;
** გაგრილების დანადგარის (ფანკოილის) ფილტრების გასუფთავება სამ თვეში ერთხელ;
** სპლიტ-კონდიციონერების ფილტრების გაწმენდა და შეკეთება დაზიანების შემთხვევაში თვეში ერთხელ;
** სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა-პატრონობა მწარმოებელის რეკომენდაციების სრული დაცვით;
** სპლიტ-კონდიციონერების გარე ბლოკის კონდენსატორების გარეცხვა ექვს თვეში ერთხელ;
** ვენტილაციის ცენტრალური დანადგარის ყოველდღიური მონიტორინგი;
** ვენტილაციის დანადგარზე ფილტრების გასუფთავება თვეში ერთხელ;
** დანადგარზე ღვედების და ძრავის შემოწმება, საჭიროების შეთხვევაში ღვედების შეცვლა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/444

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25 აგვისტო, 2019 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე