ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას თბილისის წარმომადგენლობის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკოსად მუშაობის გამოცდილება
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა
** ტერმინალების აწყობა/დაშლის სამუშაოების ჩატარება
** ტერმინალების ქსელში გატანა, დაბრუნება და ამოცვლა
** მოწყობილობის გასუფთავება, დიაგნოსტიკა
** ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა და მათზე დროული რეაგირება

უნარები:

** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს ორგანიზება
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე