აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქოლ ცენტრში სამსახურში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მიცკევიჩის 56
სამუშაო საათები: 10:30 - 19:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკურ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება/შეთანხმება და კლიენტისთვის მიწოდება;
** სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება წინასწარ შემუშავებული ანკეტით;
** შედეგების შესაბამის ბაზაში ასახვა და კვლევის დამკვეთიდან გამომდინარე შესაბამისი განყოფილების უფროსისთვის მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების სფეროში, ოპერატორის თანამდებობაზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** სწრაფად აზროვნების უნარი
** თავაზიანი
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე