გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო / ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
სასტუმროების ქსელი "იბისი თბილისი სტადიუმი" (Ibis Tbilisi Stadium) არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსთვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს გაყიდვის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
** სასტუმროს დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების განხორციელება/მხარდაჭერა;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
** სარეკლამო მასალების მომზადება სხვდასხვა პროგრამებში და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** პრეზენტაციების მომზადება და დიზაინი
** მარკეტინგულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების განხორციელება
** ბრენდის სტანდარტების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** დაგეგმილი პრეზენტაციების განხორციელების და მოწყობის მხარდაჭერა/უზრუნველყოფა
** დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: HA1L2-hr@accor.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე