შეფ მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ მზარეული
მომწოდებელი: Bricks Hotel
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
სასტუმრო "ბრიქსი" ეძებს მოტივირებულ და აქტიურ ქალბატონებსა და მამაკაცს ახალი გუნდის წევრად.

სასტუმრო "ბრიქსი" მდებარეობს ქალაქ თბილისში, ავლაბრის მოედანთან, ღვინის აღმართი #17-ში. აქვს სხვადასხვა კატეგორიის 40 ოთახი. სასტუმრო იხსნება სექტემბერში.

პოზიციის სახელწოდება: შეფ მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და ვიზუალური გაფორმების პროცესის მართვა
** სტუმრების მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი და სეზონური ტენდენციების გათვალისწინებით
** საკვები პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დახარისხება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი
** სამზარეულოს პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი
** სამზარეულოს და სამრეცხაოს თანამშრომლების მუდმივი ტრეინინგი
** თანამშრომლების ინფორმირება ნებისმიერი სიახლის და რაიმე გადაწყვეტილების შესახებ
** უზრუნველყოს უმაღლესი დონის ჰიგიენა და დისციპლინა
** აწარმოოს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებს შორის
** სამზარეულოს მარაგების მუდმივი მონიტორინგი და ახალი შეკვეთების განხორციელება
** წინასწარ განსაზღვრული მენიუს კალკულაციების კონტროლი და დაცვა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** ენერგიულობა

აუცილებელია ქართული ენის ფლობა

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: hr@brickstbilisi.com;
მეილის სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე