მიმღები-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები-რეგისტრატორი
მომწოდებელი: Bricks Hotel
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
სასტუმრო "ბრიქსი" ეძებს მოტივირებულ და აქტიურ ქალბატონებსა და მამაკაცს ახალი გუნდის წევრად პოზიციაზე: მიმღები-რეგისტრატორი

სასტუმრო "ბრიქსი" მდებარეობს ქალაქ თბილისში, ავლაბრის მოედანთან, ღვინის აღმართი #17-ში. აქვს სხვადასხვა კატეგორიის 40 ოთახი. სასტუმრო იხსნება სექტემბერში.

აუცილებელია ქართული, ინგლისური რუსული (სასურველია) ენების სასაუბრო დონეზე ფლობა

ძირითადი მოვალეობები:

** მიესალმოს სტუმარს, ჩაატაროს რეგისტრაციის პროცედურა, მიანიჭოს ჯავშანს ოთახი სტუმრის მოთხოვნების გათვალისწინებით
** პროგრამაში შეიყვანოს ყველა მონაცემი სტუმრის შესახებ
** ყოველ დილით გადაამოწმოს შემომსვლელი სტუმრების სია და გადახედოს მათ მოთხოვნებს
** გააკონტროლოს სტუმრის ნომრის გასაღების დაბრუნება
** გააკონტროლოს გამსვლელთა სია, რომ თავი დაიზღვიოს სტუმრის გაპარვისგან
** გადაამოწმოს სუფთა და დასალაგებელი ოთახების სია
** განახორციელოს სტუმრების ერთი ოთახიდან მეორეში გადაყვანა მოთხოვნიდან გამომდინარე
** ზეპირად იცოდეს ყველა ოთახის ტიპის ფასი, ფლობდეს ინფორმაციას სასტუმროს რესტორნის და ტერასის მუშაობის საათების შესახებ
** შეატყობინოს სტუმარს სასტუმროს ყველა სერვისის შესახებ და შეეცადოს გაყიდოს სასტუმროს დამატებითი სერვისები
** შეამოწმოს თავისი სამუშაო დღის განმავლობაში გატარებული ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება
** შეეცადოს მოაგვაროს სტუმრის საჩივარი ან მოთხოვნა
** ორგანიზება გაუწიოს როგორც სტუმრის დახვედრას აეროპორტში, ასევე გაცილებას

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** ენერგიულობა

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: hr@brickstbilisi.com;
მეილის სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე