უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
სასტუმროების ქსელი "იბისი თბილისი სტადიუმი" (Ibis Tbilisi Stadium), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

** სასტუმროს უსაფრთხოდ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პრევენციული სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება;
** საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების პროცესების დანერგვა-შემუშავება;
** თანამშრომლებისათვის, სტანდარტების შესაბამისად, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა;
** პერიოდულად, შრომის უსაფრთხოების პირობებთან დაკავშირებით, მენეჯმენტისათვის რეკომენდაციების შემუშავება წარდგენა;
** კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციაზე უსაფრთხოების ზომების შემუშავება და მათი რეალიზაციის გზების დანერგვა;
** შესაბამის ორგანოებში კომპანიის უსაფრთხოების ინტერესების დაცვა;
** თანამშრომელთა ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასტუმროში მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე HA1L2-hr@accor.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე