ავიაბილეთების მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავიაბილეთების მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ეარვეისი
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 19 აგვისტო
ავიაკომპანია შპს "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ავიაბილეთების მოლარე-ოპერატორის ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავიაბილეთების რეზერვაციების სისტემების სრულყოფილი ფლობა;
** პროგრამა - Amadeus - Advance-ticketing-ის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სასურველია პროგრამის- Gabriel Sita ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა ;
** ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
** მომხმარებელთან სატელეფონო, ელექტრონული და პირადი კომუნიკაციის უნარები;
** უპირატესობა მიენიჭებათ ავიაკომპანიაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

მოვალეობები:

** ავიაკომპანიის მომხმარებლებთა მომსახურება; ავიაკომპანიის ავიაბილეთების რეალიზაცია და მასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საოპერაციო ფუნქციის განხორციელება;
** კორესპოდენციის წარმოება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** მომხმარებლებთან და მგზავრებთან სატელეფონო, ელექტრონული კომუნიკაციის მართვა;

პიროვნული თვისებები:

** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პროფესიული განვითარების სურვილი;

სამუშაო გრაფიკი:

** დასაქმებულ პირებს მუწევთ ცვლაში მუშაობა.
** სამუშაო საათები: ცვლა-24 სთ.

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება პრეტენდენტის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით;
სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზუმე და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@georgian-airways.com არა უგვიანეს 2019 წლის 20 აგვისტოსა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის Subject -ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ავიაბილეთების მოლარე-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.ამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე