მოლარე-კონსულტანტი, ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, ტექნიკოსი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 19 აგვისტო
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიებს:

1. მოლარე-კონსულტანტი/ცვლის უფროსი (გოგო/ბიჭი)

მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის სასურველ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა.

** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

2. ტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** ტექნიკურ ელ. სისტემებში არსებული და /ან მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა ;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე