ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ინვეტი
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 19 აგვისტო
ოვეტერინარული კომპანია "ინვეტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 18 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. "ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე; შაბათი 09:00-დან 13:00-მდე)
ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ელექტრონული კორესპონდენციის უზრუნველყოფა;
** უცხოელ პარტნიორებთან მიმოწერა;
** შიდა/გარე დოკუმენტრბრუნვის მართვა, საქმისწარმოება;
** სტუმრებისთვის/მენეჯმენტისთვის სასტუმროს, სავიზო პროცედურების, ავია ბილეთების ჯავშნის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული შესყიდვების საჭიროების მოგროვება და დროულად შესყიდვების განხორციელება;
** დირექტორის კალენდრის მართვა ეფექტურად და შეხვედრების დანიშვნა მასთან შეთანხმებით;
** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
** საქმიანი შეხვედრებისა და შიდა შეხვედრების ორგანიზება;
** ოფისში სტუმრების დახვედრა/მიღება;
** შეხვედრების ოთახში წესრიგის/სისუფთავის კონტროლი, შეხვედრებისთვის საჭირო ინვენტარის მომარაგება;
** საკურიერო ფოსტის მიღება-გაგზავნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო და წერით დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის (Word, Excel) Power Point სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.ge არაუგვიანეს 2019 წლის 19 აგვისტომდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე