დაცვისა და შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვისა და შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ინვეტი
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 19 აგვისტო
ვეტერინარული კომპანია "ინვეტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვისა და შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 18 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. "ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე/მცოცავი გრაფიკი)
სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00-ის ჩათვლით
საწყისი ანაზღაურება: 400 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შიდა უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემის შემუშავება;
** კომპანიის კუთვნილი მატერიალური ქონების დაცვა;
** კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაცვა/კონტროლი;
** სამეთვალყურეო კამერების კონტროლი, დროული რეაგირება და ყოველდღიური რეპორტინგი;
** საეჭვო ვითარების შემჩნევისას დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** MS Office-ის (Word, Excel) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.ge არაუგვიანეს 2019 წლის 19 აგვისტომდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე