მიღება-განთავსების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი" (Ibis Georgia Stadium), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების გაყიდვის, განაწილების, სტუმრების რეგისტრაციის კონტროლი;
** სტუმართა მომსახურების ყველა სახეობის კოორდინაცია;
** სტუმრებისა და პოტენციური მომხმარებლებისათვის ინფორმაციის, სარეკლამო მასალების მიწოდება (სასტუმროს, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ);
** სასტუმროს ხელმძღვანელობისათვის ზუსტი მონაცემების გადაცემა სანომრე ფონდის გამოყენების შესახებ (ანგარიში ნომრების სტატუსის შესახებ);
** გაწეული მომსახურების ამსახველი საგადასახადო ანგარიშების მომზადების და გაცემის, სტუმრებთან საბოლოო ანგარიშსწორების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჰოსპიტალიტის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასტუმროში მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე HA1L2-hr@accor.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე