ფინანსური კონტროლიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური კონტროლიორი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი" (Ibis Georgia Stadium), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ფინანსური აღრიცხვისა და დაგეგმვის კონტროლი;
** სასტუმროს ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანალიზი;
** სასტუმროს ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** ფინანსური ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშგების, შიდა საბუღალტრო დოკუმენტაციის და გადარიცხვების შესაბამისობის უზრუნველყოფა გარე და შიდა ნორმატიულ აქტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ეკონომიკის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** აუცილებელია სასტუმროს ბიზნესში მუშაობის გამოდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office- Excel, 1C

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე HA1L2-hr@accor.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე