სასტუმროს F&B სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს F&B სუპერვაიზერი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი" (Ibis Georgia Stadium), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი საქართველო სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს F&B სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკვებისა და სასმელების მენიუს შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მომსახურების პროცესის ზედამხედველობა.
** სამუშაო ადგილის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** ინვენტარისა და პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლი;
** კომპანიის მოგებაზე და ინოვაციების დანერგვაზე ზრუნვა;
** მენეჯერის არ ყოფნის დროს, თანამშრომელთა სამუშაოს ჯეროვნად შესრულების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არის აუცილებელი;
** კვებისა და სასმელების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სუპერვაიზერის პოზიციაზე;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე HA1L2-hr@accor.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე