წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგაპროჯექტი
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 19 აგვისტო
საინჟინრო კომპანია "მეგაპროჯექტი" მოღვაწეობს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების სფეროში. ჩვენ კომპეტენციაში შედის წყლის დამუშავების სრული ციკლი - ამოღება, მიწოდება, კონდიცირება, მოხმარება, მოხმარების შემდგომი გაწმენდა, რომელიც ეხება, როგორც შენობების საინჟინრო უზრუნველყოფას, ასევე ტექნოლოგიურ პროცესებს. კომპანია დინამიურად ვითარდება და მიზნად ისახავს პროექტების სწრაფ და პროფესიულ შესრულებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და ქართულ ბაზარზე საუკეთესო დარგობრივი პრაქტიკების დამკვიდრებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://www.megaproject.ge

კომპანია "მეგაპროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნოლოგიებისა და პროდუქციის მწარმოებელი ბრენდების მოძიება;
** საპროექტო ნახაზების, დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების შედგენა;
** ტექნოლოგიური პროექტების შემუშავება;
** სამონტაჟო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობა;
** კლიენტებისთვის ტექნიკური კონსალტინგის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ დარგში;
** საბაზო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** AutoCAD, REVIT და სხვა პროექტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მონაცემების სისტემატიზაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

** სიახლეების იოლად ათვისების უნარი;
** გამართული მეტყველება/ წერა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@pragma.ge და წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მეგაპროჯექტი/წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე