IT პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 12 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: IT პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** IT პროდუქტების განვითარების მართვა
** IT პროდუქტების დანერგვა
** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** IT პროექტების მართვის მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება
** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვებისა და ანალიზის გამოცდილება
** ტექნიკური დავალებების წერის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "IT პროექტის მენეჯერი"

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე