გადაადგილების ჯგუფის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაადგილების ჯგუფის წევრი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას გადაადგილების ჯგუფის წევრის პოზიციაზე.

განყოფილება: ლოჯისტიკის და შესყიდვების განყოფილება
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო მოვალეობები:

** საწყობიდან დანიშნულების ადგილზე ტერმინალების გადაადგილების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, პირიქით საწყობში გადატანა;
** ტერმინალის დანიშნულების ადგილზე დამაგრება/ტერმინალების ქუდის და ბოქლომის მონტაჟი;
** ტერმინალის გაუმართაობის შემთხვევაში, პრობლემის პასუხისმგებელ პირებთან ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი;

გთხოვთ, არაუგვიანეს 25 ივლისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე