ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა - დეკრეტულის ვადით

სამუშაო აღწერილობა:

** აბონენტებთან დაკავშირება, ინფორმაციის მიწოდება, ვიზიტის დროის შეთანხმება;;
** აბონენტთან გადარეკვა გამოკითხვის და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
** შესრულებული სამუშაოს პროგრამული აღრიცხვა;
** აბონენტთან მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
** სტატისტიკის და რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** Ms Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
** სასურველის უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2019 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე