წარმოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
დასაქმების კომპანია "HR Partners" კონტრაქტორი კომპანიის სახელით აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს პერსონალის მართვა
** წარმოების პროცესების და პროცედურების შემუშავება/დანერგვა/მართვა
** პერსონალის მოტივაციის სისტემის შემუშავება
** საჭიროების შემთხვევაში საწარმოს მატერიალურ-ტექნიკურ გადაიარაღებაში მონაწილეობის მიღება
** საწარმოს ტექნიკის სწორი და უსაფრთხო ექსპლოატაციის მონიტორინგი
** საწარმოს ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** საწარმოს ხარისხის სტანდარტის შემუშავება/დანერგვა და უზრუნველყოფა
** წარმოების განვითარების დაგეგმარება და უზრუნველყოფა
** წარმადობის მართვა
** რესურსების ოპტიმიზაციის შემუშავება/უზრუნველყოფა
** წარმოების პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების მოკვლევა და აღმოფხვრა.
** წარმოების ფუნქციონირების და ეფექტიანობის გაზრდის ანალიზი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება
** სასურველია კვების წარმოების (პურ-ფუნთუშეული) სფეროში მუშაობის გამოცდილება, მ/შ მინ. 1 წელი მენეჯერულ თანამდებობაზე
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების(მ.შ. Excel, Power Point) ცოდნა
** კარგი მოლაპარაკების უნარი
** ​ლიდერული უნარ-ჩვევები
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 11 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე: hrpartners.vacancy@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, გთხოვთ ნუ დაგვირეკავთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მონაცემების ჩვენთან გამოგზავნის შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაძლებელია პერიოდულად დაგიკავშირდეთ აღნიშნული, ან/და სხვა თქვენთვის შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე