ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ფინანსური ანგარიშგების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში (საბალანსო უწყისი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების მოძრაობა) მონაწილეობის მიღება;
** საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ყოველთვიური ფორმების შევსებაში მონაწილეობის მიღება;
** ბუღალტრული დარიცხვების კონტროლი;
** ​ასისტირება ბუღალტრულ პროცედურებში;
** საჭიროების შესაბამისად უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (პრიორიტეტული მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება ან ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (შემოწმდება ტესტირების საშუალებით);
** კარგი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** ​არაკონფლიქტურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი - ლათინური შრიფტით.

განაცხადები მიიღება 2019 წლის 29 ივლისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე