პროექტი თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტი თანაშემწე
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" (GFA) "ავსტრიის განვითარების სააგენტოს" (ADA) დაფინანსებით 2018 წლის 21 ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს "ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა" (Farming Support Initiative).

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", აღნიშნული პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას პროექტის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი 10:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (თავისუფლად).
** ორგანიზებისა და დროის მენეჯმენტის კარგი უნარები.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა.
** მართვის მოწმობა (სასურველია).

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული სამუშაოების გაწევა;
** პროექტის ფარგლებში შეხვედრების, სემინარების, ადგილზე ვიზიტებისა და კონფერენციების ორგანიზება;
** კომუნიკაცია საგარეო პარტნიორებთან;
** საოფისე ინვენტარის მოვლა-პატრონობა;
** პროექტის გუნდის დახმარება დოკუმენტაციის შექმნაში, ცვლილებების შეტანასა და თარგმნაში;
** მგზავრობისა და პროექტის თანამშრომლების და დაქირავებული ექსპერტების გადაადგილების დაგეგმვა; მათი სასტუმროებში განთავსება და ამასთან დაკავშირებული ყველა ფინანსური დოკუმენტაციის შექმნა;
** ​ზემდგომისაგან ყველა სხვა დანარჩენი დავალებების შესრულება;

პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმეები (CV) ინგლისურ ენაზე არა უგვიანეს 2019 წლის 25 ივლისის 18:00 საათისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: fsi@gfa.org.ge, აღნიშნული თარიღის შემდეგ მოწოდებული წინადადებები არ იქნება განხილული.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ

ელფოსტა: ngelashvili@gfa.org.ge

მობ: 593 28 20 46
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე