გენერალური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
კომპანია ს.ს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი"- (GDM) აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია ს.ს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" (GDM) დაარსდა 2010 წელს და ღირსეულად იკავებს თავის ნიშას ტურიზმის ბიზნესში. კომპანია ვითარდება დინამიურად და იძენს მთელ მსოფლიოში საიმედო პარტნიორების ფართო სპექტრს. GDM არის კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელ საქართველოში მოგზაურობის მომსახურებას. კომპანია მუდმივად აუმჯობესებს პროდუქციას, რეაგირებს ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე.

მოვალეობები:

** ორგანიზებას უწევს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ეფექტურ მუშაობას, პროექტებისა და მენეჯერების საქმიანობის კონტროლს;
** ხელმძღვანელობს კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ფინანსურ-ეკონომიკურ მოღვაწეობას, კომპანიის მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას, პროდუქციის გაყიდვების მოცულობის ზრდას და შემოსავლების მატებას, პროდუქციის ხარისხს და კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
** მიმართულებას აძლევს კომპანიის განვითარებას სოციალური და საბაზრო პრიორიტეტების გათვალისწინებით.
** ახდენს შუალედური და საბოლოო ანგარიშების გადახედვა/დამტკიცებას;
** განსაზღვრავს კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას
** თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტურისტული ბაზრის მოთხოვნების და სიახლეების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება/ მაგისტრის ხარისხი (სასურველია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** უმაღლესი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ტურიზმისა მიმართულებით)
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (საოფისე კომპიუტერული პროგრამები) - Word, Excel; Power point, Outlook.

პიროვნული მახასიათებლები:

** ​ურთიერთთანამშრომლური გარემოს შექმნისა და ხელმძღვანელობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილებების მიღების და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gdm.ge სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე