გენერალური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
კომპანია GASA - "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი" (www.gasa.ge) აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის პოზიციაზე.

კომპანია "GASA - ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი" 2010 წელს დაფუძნდა. "GASA" მაშინვე გახდა "Pegasus Airlines"-ის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში. პეგასუსის ავიახაზებმა 2010 წლის 10 ოქტომბრიდან დაიწყო ფრენა საქართველოდან და უკვე რვა წელია, რაც კომპანია წარმატებით ემსახურება ქართულ ბაზარს. ამ ხნის განმავლობაში პეგასუსის ავიახაზები ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და წამყვანი პოზიცია დაიკავა ავიაკომპანიებს შორის. ის ლიდერია ევროპის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის რაოდენობით.

2014 წლიდან "GASA" "Air Arabia"-ს გენერალური სავაჭრო აგენტი გახდა.

2010 წლიდან დღემდე კომპანიას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, კერძოდ: "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი" Golden Brand 2010-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ხოლო 2011 წელს საქართველოს ხარისხის ფონდის (GQF) საექსპერტო კომისიამ "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი" 2011 წლის საუკეთესო კომპანიებს შორის დაასახელა.

მოვალეობები:

** ორგანიზებას უწევს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ეფექტურ მუშაობას, პროექტებისა და მენეჯერების საქმიანობის კონტროლს;
** ხელმძღვანელობს კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ფინანსურ-ეკონომიკურ მოღვაწეობას, კომპანიის მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას, პროდუქციის გაყიდვების მოცულობის ზრდას და შემოსავლების მატებას, პროდუქციის ხარისხს და კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
** მიმართულებას აძლევს კომპანიის განვითარებას სოციალური და საბაზრო პრიორიტეტების გათვალისწინებით.
** ახდენს შუალედური და საბოლოო ანგარიშების გადახედვა/დამტკიცებას;
** განსაზღვრავს კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას
** თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არსებული ბაზრის მოთხოვნების და სიახლეების ცოდნა; (უპირატესობა მიენიჭება ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებას)
** უმაღლესი განათლება/ მაგისტრის ხარისხი (სასურველია ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** უმაღლესი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით)
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (საოფისე კომპიუტერული პროგრამები) - Word, Excel; Power point, Outlook.

პიროვნული მახასიათებლები:

** ​ურთიერთთანამშრომლური გარემოს შექმნისა და ხელმძღვანელობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილებების მიღების და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gasa.ge სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე