გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ინვენტორი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
კომპანია "ინვენტორი" არის ინოვაციური კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეხმარება ახალი და მეორადი ავტო ნაწილების მოძიებაში, კომპანია საქართველოში უკვე ფუნქციონირებს 2 თვეა და სწრაფი ზრდის და დიდი მოთხოვნის გამო ვაცხადებთ ვაკანსიას ახალგაზრდა ენერგიული პირებისთვის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ასაკი: 17-30 წელი
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილების მქონე პირებს მიენიჭებათ უპირატესობა
** ავტოსფეროში გარკვეული ცოდნის მქონე პირებს მიენიჭებათ უპირატესობა

მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება დამუშავება
** ავტონაწილების მოძიება არსებული მომწოდებელთა ბაზიდან

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახულობა
** პუნქტუალურობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** ათვისება-შესწავლის სწრაფი უნარი
** გამართული მეტყველება
** კომუნიკაბელურობა
** სწრაფი ლავირებისა და კონფლიქტური სიტუაციების თავიდან არიდების უნარი

ანაზღაურება (მზარდი):

1 თვე: ფიქსირებული 200 ლარი პლიუს ბონუსები (გაყიდულის 10%)
2 თვიდან: გაიზრდება ფიქსირებული (400 ლარი) ან გაიზრდება ბონუსები (15%) - ანაზღაურების გაზრდა არის არჩევითი.

საწყის ეტაპზე აპლიკანტები გაივლიან 2-3 კვირიან, საკვალიფიკაციო (ანაზღაურებად) პერიოდს.
საქმის წარმატებულად ათვისების შემდგომ, დასაქმებული ოფიციალურად ჯდება შტატში (ხელშეკრულების საფუძველზე).

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გადმოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inventors.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე