სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (http://www.agconsulting.ge) "EuraAudit International"-ის წევრი საქართველოში, აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.

ხანგრძლივობა: 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი

რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:

** ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა
** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა
** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები
** შიდა ტრეინინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში
** პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური და/ან საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამა Oris, Info-ს საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agconsulting.ge 2018 წლის 31 ივლისამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება ბუღალტერიაში".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე