სამშენებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის გუნდისა და რესურსების ფორმირება, ბიუჯეტის დაგეგმვა
(ხარჯთაღრიცხვისა და სამუშაოს ვადების გრაფიკის მომზადება);
** სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** სამშენებლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კონტროლი;
პროექტის განმავლობაში მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მართვა;
** ობიექტის პროექტთან, მშენებლობის გრაფიკთან და დაგეგმილ ბიუჯეტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ადამიანური ტექნიკური და ფულადი რესურსის მართვა;
** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშგების მომზადება;

დამატებითი მოთხოვნება:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა);
** სამშენებლო/დეველოპერული კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირება;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gravita.ge 2019 წლის 20 ივლისამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანია "გრავიტას" მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე