პრობლემური სესხების მართვის უმცროსი საკრედიტო ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის უმცროსი საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: სილქ როუდ ბანკი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
სს "სილქ როუდ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, პრობლემური სესხების მართვის უმცროსი საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, საცალო სესხების დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქციები:

** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემურ მსესხებლებთან ბანკში შეხვედრების დაგეგმვა, შეხვედრა და ვადაგადაცილების აღმოფხვრისთვის საჭირო გზების ძიება;
** საკრედიტო პორტფელის მართვა და რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

პიროვნული უნარები:

** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (პრიორიტეტულია ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამართულად ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "სილქ როუდ ბანკმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს "სილქ როუდ ბანკის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ივლისი, 2019 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე