SME გაყიდვების მენეჯერების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SME გაყიდვების მენეჯერების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში:

** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურის მიერ განსაზღვრული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა.
** სამსახურის საქმიანობისთვის კოორდინაციის გაწევა;
** განყოფილების თანამშრომლებს შორის მოვალეობების განაწილება, შესასრულებელ დავალებებზე მითითებების მიცემა და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;
** კლიენტების ბაზების შექმნა, დამუშავება და განვითარება;
გაყიდვების მართვა და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოების თაობაზე;
** დაზღვეული კლიენტების ზარალების მონიტორინგი;
** არასახელმწიფო ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამაში ატვირთვა და ტენდერში მონაწილეობის მიღება;
** პასუხისმგებელია მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მცირე და საშუალო ბიზნესის ან კორპორატიულ დეპარტამენტში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერების ჯგუფის უფროსი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე