დისტანციური გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტანციური გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მიცკევიჩის ქ. 56
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (11:00-20:00)
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 3

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკურ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება/შეთანხმება და კლიენტისთვის მიწოდება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების სფეროში, ოპერატორის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** სწრაფად აზროვნების უნარი
** თავაზიანი
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "დისტანციური გაყიდვების ოპერატორი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე