ავეჯის საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
შპს "ჩემი სახლი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

** შემოსული პროდუქციის აღწერა, პროგრამული გატარება და საწყობში განთავსება;
** დადგენილი გრაფიკის შესაბამისად კომპანიის მაღაზიებში ავეჯის გადატანის უზრუნველყოფა;
** საწყობის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** საწყობში არსებული სასაქონლო მარაგების აღწერა შესაბამის სამსახურთან ერთად;
** საქონლის მიღებასა და გადატანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა rs.ge-ზე;
** ანგარიშგება ხელმძღვანელ პირთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ავეჯის საწყობში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge არაუგვიანეს 2019 წლის 28 ივლისისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ავეჯის საწყობის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე