ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

2019 წელს, ჰიპერმარკეტმა "დომინომ" გახსნა პატარა ფორმატის მარკეტები დიდ დიღომში და ისანში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე მდებარე ჰიპერმარკეტში.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ გვერდის მეშვეობით შემოსული შეკვეთების დამუშავება.
** კლიენტებთან დაკავშირება შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება.
** შეკვეთების გადახდის ვადების კონტროლი.
** შეკვეთების საკურიერო სამსახურში გადაგზავნა.
** კლიენტებთან დისტანციურად პროდუქციის შეთავაზება.
** კლიენტისთვის შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროდუქციის შეთავაზება.
** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის დისტანციურად შევსებაში.
** საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატურობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 11 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე