ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: პრომოლაბი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
სარეკლამო საწარმო "პრომოლაბი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა პრომო პროდუქციის შექმნა და წარმოება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა მაგრამ ამბიციური კომპანია, თავისი ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად თამამად ვიპყრობთ ახალ ჰორიზონტებს.

ძირითადი ფუნქციები:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;
** ფეისბუქ გვერდზე შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლისთვის ინვოისის მიწოდება, მიღება - ჩაბარების დოკუმენტის მომზადება;
** შოურუმში განლაგებული პროდუქციის გაყიდვა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა სარეკლამო მომსახურეობის შესახებ;
** შეკვეთების მიღება, კომუნიკაცია წარმოების განყოფილებასთან, პროდუქციის ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში;
** გაყიდვების მასტიმულირებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** გამართულად წერის და საუბრის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
** საბაზისო ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** ციფრებთან მუშაობის უნარი,
** ასაკი: 21*30 წელი
** სქესი: მდედრობითი

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

პირობები:

** ანაზღაურება: 500 ლარი + % გაყიდვებიდან.
** გამოსაცდელი ვადა 2 თვე. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მუშაობა ანაზღაურებადია.
** კომპანიაში კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა.

სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ. თბილისი. დავით ბაქრაძის #6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი: 10.00- 19.00

ხართ ენერგიული და შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებული? გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: ელ-ფოსტაზე: vacancy@promolab.ge და გთხოვთ წერილის თემის ველში მიუთითოთ "გაყიდვების ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე