პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
ინოვაციების კომპანია "Qarva" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.

კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.

Qarva - ში გვაქვს ვაკანსია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიცია მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:

** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
** ტესტირების სცენარების მოფიქრება და შესაბამისი ტესტირება (მანუალური ან ავტომატური)
** პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების აღმოჩენა და ანალიზი
** აღმოჩენილი ხარვეზების რეპორტინგი ჩართულ პირებთან

ამ პოზიციაზე დაგჭირდებათ:

** ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Linux, Microsoft)
** სასურველია პროგრამირების ენების ზოგადი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** IT ინტერესები

უნარები/მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ილია ოდიშელიძის ქ. N8

ბენეფიტები:

** კომფორტული, მეგობრული გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მხარდამჭერი გუნდი
** მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
** კარგი სადაზღვევო პაკეტი
** ყოველდღიური საუზმე, ლანჩი

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@qarva.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე