შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო "Akhasheni Wine Resort"-ის სამზარეულოს დეპარტამენტში შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

მდებარეობა: ახაშენი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
** სამზარეულოს პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი;
** სტუმრებზე/ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი, სეზონური თუ ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით;
** კონკურენტების ფასების და მენიუს მუდმივი მონიტორინგი;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შეფ-მზარეული.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2019 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე