კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სმართ ლოჯიქი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
სსიპ "სმართ ლოჯიქი" არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა, სახელმწიფო უწყებებსა და მათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მუდმივად უზრუნველყოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დინამიურად განვითარებად საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. სსიპ "სმართ ლოჯიქის" ძირითადი ფუნქციებია: სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ერთიანი სახელმწიფო "ქლაუდ სისტემის" დანერგვა და მისი მონიტორინგი; ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია, ან საჭიროებენ გაწეული ხარჯების მინიმიზაციას; მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა. დღეის მდგომარეობით სსიპ "სმართ ლოჯიქი" 45-ზე მეტ ორგანიზაციას აწვდის სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის IT მომსახურებას.

სამუშაო პოზიციის დასახელება: სსიპ "სმართ ლოჯიქის" ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
თანამდებობრივი სარგო: 750 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, პროგრამებისა და კომპიუტერული ქსელის მომსახურება.

მოთხოვნები:

** სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით;
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
** Active Directory-ის ზოგადი ცოდნა;
** კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა;
** ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: Commander-ების, Backup and Restore პროგრამების და ა.შ) გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა;
** პერიფერიული მოწყობილობების (მათ შორის უსადენოს) გამოყენება;
** სასურველია ოპერაციული სისტემის Mac OS ცოდნა.
** დახვეწილი მეტყველება და ეფექტური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** ძირითადად თბილისში და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა იმ სამსახურის კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, პროგრამებისა და კომპიუტერული ქსელის მომსახურება, რომელსაც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სსიპ "სმართ ლოჯიქი".
** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად;
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** აუცილებელია კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge 2019 წლის 19 ივლისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე