მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: თელიანი ველი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საწარმოში მთავარი ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, );
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე