მიკრო დაკრედიტების რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრო დაკრედიტების რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მიკრო დაკრედიტების რისკების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3714
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
** განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ინიციატიურობა
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი) ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
** მაგისტრატურის განათლება ფინანსების და ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;
** ფინანსური მიმართულებით დამატებითი განათლება (ACCA და სხვ. პროგრამებზე სწავლა, მონაწილეობა) ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;
** ფინანსურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, სამუშაო გამოცდილება ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით;
** კომერციულ ბანკში მუშაობის გამოცდილება მიკრო და SME ბიზნეს დაკრედიტების, ან საკრედიტო რისკების კუთხით სასურველია და ჩაითვლება კანდიდატის უპირატესობად;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსურ უწყისებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი, სტრესულ გარემოში ადაპტირების საშუალება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი/შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა:

** ბანკის მიკრო ბიზნეს მსესხებლების ფინანსური უწყისების ანალიზი, საკრედიტო პროექტის განხილვა, ანალიზი, რისკების შეფასება
** განხილულ საკრედიტო პროექტზე რისკების დასკვნის მომზადება
** ბანკის საკრედიტო კომიტეტში მონაწილეობა და წარმოდგენილ საკრედიტო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღება
** საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისთვის საჭირო ანგარიშგებებით მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება
** რისკების განყოფილებაში მიმდინარე სტრატეგიულ პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა
** საკრედიტო ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** განყოფილებისთვის შიდა ანგარიშგებების წარმოება
** საკრედიტო პორტფელის ანალიზი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/3714

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 24 ივლისი, 2019 წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე