მწვანე საფარის მომვლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მწვანე საფარის მომვლელი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი - აცხადებს ვაკანსიას მწვანე საფარის მომვლელის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
ვებ-გვერდი: http://www.gcfund.ge/en/hospitalityandrealestate/10/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გოლფის მოედნის სათამაშოდ მომზადება
** მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის/ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა
** საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
** ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი
** წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა
** ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა
** ტვირთის გადაადგილება
** კვალიფიკაციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** პროფესიული ან აკადემიური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა;
** საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
** რადგანაც გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერი ექსპატია, ინსტრუქციების გასაგებად საჭიროა ინგლისურ ენაზე საუბარი. სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2019 წლის 11 აგვისტოსი. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე