მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: რამ პოლიტეკქს
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ერთ-ერთი მსხვილი აზერბაიჯანული საწარმო "რამ პოლიტეკქს", რომელიც ახორციელებს საქმიანობას (პროლიპროპილენის ტომრების წარმოებას) ხუთ ქვეყანაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში და ირანში . კომპანია ორიენტირებულია სტაბილური განვითარებისთვის ქართულ ბაზარზე, რაც იძლევა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების საშუალებას.

შემოგვიერთდი შენც მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ერთად ვიზრუნოთ კომპანიის განვითარებაზე.

სამუშო ადგილი: ქ.თბილისი, სადგური ლილო, ნაკვეთი 05/020 (ლილოს დასახლება)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების აქტიური მოძიება.
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება (შეხვედრა)
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება
** რეპორტინგი, ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** სამუშაო გამოცდილება 2 წელი გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენოვანს);
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** პასუხიმგებლობის გრძნობა სამუშაოს მიმართ;
** გაყიდვების სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიული
** კრეატიულად მოაზროვე;
** დროის სწორად დაგეგმის უნარი;
** გაყიდვებზე და კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული;

ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 600-1000 ლარიდან (შეთანხმება მოხდება კვალიფიკაციის მიხედვით.) ანაზღაურების მომატება მოხდება ეტაპობრივად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, გასაუბრება მოხდება რუსულ ენაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით და რუსულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე info.rampolytex@gmail.com. თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება)
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე +995 577 073 775

პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2-3 თვის ვადით, შეინახება ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე