ელექტრიკოსი, ზეინკალ-მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი, ზეინკალ-მექანიკოსი
მომწოდებელი: რამ პოლიტეკქს
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ერთ-ერთი მსხვილი აზერბაიჯანული კომპანია "რამ პოლიტეკქს"-ი რომელიც ახორციელებს საქმიანობას 4 ქვეყანაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ჩეხეთში და ირანში ტომრების წარმების კუთხით.

კომპანია ორიენტირებულია სტაბილური განვითარებისთვის ქართულ ბაზარზე.

1. ელექტრიკოსი

ფუნქცია მოვალეობები:

** ორგანიზება საწარმოს ელექტრო მომმარაგების და ექსპლუატაციის.
** მაღალი ძაბვის ელ.მომარაგების სწორად გათვლა სიმძლავრეების მიხედვით.
** ქვესადგურის სრულად მოწყობა.
** დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარიდან გამომავალი ძალური კაბელების კვეთის შერჩევა და მონტაჟი წარმოების საჭირო სიმძლავრეების მიხედვით.
** დაზგა დანადგარების უზრუნველყოფა ელ. ენერგიის მომარაგებით.
** ტექ. განყოფილების მომსახურე პერსონალის ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში.
** მაღალ ძაბვაზე მუშაობის გამოცდილება.
** 10 კვტ-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** 10 კვტ-მდე და წარმოებაში ტექნოლოგიურ და პოზიციურ ჩარხებთან მუშაობის გამოცდილება.
** საშუალოდ 6-10 წელი მუშაობის გამოცდილება
** ასაკი 35-60 წლამდე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ყურადღებიანობა.
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
** ​დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

2. ზეინკალ-მექანიკოსი

ფუნქცია მოვალეობები:

** საწაარმოში დაზგა დანადგარების გამართვა და მათიგამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი.
** მექანიკების ტექნიკური შემოწმების ჩატარება.
** ხარვიზების დროულად აღმოჩენა და ხემძღვანელობის ინფორმირება.
** უშუალო ხემძღვნელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
** სხვა და სხვა ტიპის დაზგა-დანადგარების ნახაზების წაკითხვა .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში
** სხვადასხვა სირთულის მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა.
** ელექტრომექანიზმების ცოდნა.
** ტექნიკური რუსული ენის ცოდნა.
** პოზიციურ დანადგარებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
** შესაბამის პოზიციაზე არა ნაკლებ 5-8 წლის გამოცდილება.
** 30-60 წლამდე

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დაკვირვებულობა და ყურადღებიანობა.
** გუნდურად მუშაობის მუშაობის უნარი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, გასაუბრება მოხდება რუსულ ენაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით, სასურველია რუსულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info.rampolytex@gmail.com. თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრებაზე ჩასაწერად დარეკეთ 577 073 775

პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3-4 თვის ვადით, შეინახება ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე