ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: რამ პოლიტეკქს
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ერთ-ერთი მსხვილი აზერბაიჯანული საწარმო - "რამ პოლიტეკქს" ახორციელებს საქმიანობას (პროლიპროპილენის ტომრების წარმოებას) ხუთ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, რუსეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში და ირანში. კომპანია ორიენტირებულია სტაბილური განვითარებისთვის ქართულ ბაზარზე, რაც იძლევა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების საშუალებას.

ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ბუღალტრის პოზიციაზე.

გთხოვთ, ყურადღებით და ბოლომდე გაეცნოთ პირობებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება.
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება.
** რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს და საბანკო ოპერაციების შესრულება.
** პირველადი დოკუმენტაციის მოთხოვნა, შემოწმება, მათი დაარქივება კანონმდებლობით და/ან კომპანიის დადგენილი ვადების და პროცედურების შესაბამისად.
** საგადასახადო დეკლარირება.
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა.
** სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისად.
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსების განხრით
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების სრულყოფილად ცოდნა + Oris-ის ცოდნა
** რუსული ენის კარგად ცოდნა (სავალდებულოა)
** საწარმოში არანაკლებ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი.
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 9:00-დან 18:00 სთ-მდე.
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 800-დან 1000 ლარამდე (შეთანხმება მოხდება კვალიფიკაციის მიხედვით). ანაზღაურების მომატება მოხდება ეტაპობრივად.
** სამუშაო ადგილი:ლილოს დასახლება, სადგური ლილო, ნაკვეთი 05/020.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება მოხდება რუსულ ენაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით და რუსულ ენაზე, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info.rampolytex@gmail.com თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება), ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 073 775.

პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2-3 თვის ვადით, შეინახება ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე