ფილიალის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის ოპერატორი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ოპერატორის პოზიციაზე!

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება სატელეფონო ან პირდაპირი;
** მიღებული შეკვეთების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
** მარციპანის ან სადღესასწაულო ტორტის კონდიტერთან შეთანხმება;
** ზედნადების ატვირთვა;
** შეკვეთების გადაცემა კურიერისთვის;
** მიღებული შეკვეთების გადამოწმება;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
** ფოტოების ბეჭდვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე