გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: სოც. საწარმო ფარშევანგი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სოციალური საწარმო აცხადებს გაყიდვების წარმომადგენელის ვაკანსიას ქ.თბილისში.

გაყიდვების წარმომადგენელი პასუხისმგებელია პოტენციურ კლიენტებთან პროდუქციის პრეზენტაციასა და ცნობადობის გაზრდაზე, მის რეალიზაციასა და მენეჯმენტის მიერ შემუშავებული გაყიდვების გეგმის შესრულებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სარეალიზაციო ობიექტების მოძიება, სადილინგო ქსელის შექმნა
** პროდუქციის წარდგენა საინფორმაციო და საპრეზენტაციო მასალების გამოყენებით
** პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა
** კორპორატიული კლიენტების მოძიება
** გამოფენა-გაყიდვების და პრეზენტაციების ორგანიზება პროდუქციის წარდგენის მიზნით
** ყოველთვიური ანგარიშების და მომდევნო თვის სამუშაო გეგმის მომზადება მენეჯმენტისთვის

მოთხოვნილი კვალიფიკაცია და პროფესიული თვისებები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** პრეზენტაციის, კომუნიკაციის, ურთიერთობათა განვითარების და მოლაპარაკებების წარმოებისათვის საჭირო უნარები;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: farshevangi1@gmail.com

გაყიდვების წარმომადგენელის ანაზღაურება შედგება ფიქსირებული ხელფასისა და გაყიდული პროდუქციის შესაბამისად გაანგარიშებული ბონუსისაგან. უნაზღაურდება ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის ხარჯები.

გთხოვთ, ინფორმაცია დაინტერესებული კანდიდატების შესახებ მოგვაწოდოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აგვისტოსა.

საკონტაქტო პირი: ანდრო გაბაშვილი, ტელ: 599515153
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე