მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" ფუნქციონირებს 2015 წლის სექტემბრიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსტიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - "მინერალი" აცხადებს მექანიკოსის ვაკანსიას.

კომპანია "მინერალის" მთავარი პროფილია მიწის სამუშაოები, ინერტული მასალების მოპოვება და აგრეგატებისა და საფუნდამენტე მასალების წარმოება. ბოლო წლების განმავლობაში "მინერალი" აქტიურ მონაწილეობას იღებდა გზებისა და მაგისტრალების მშენებლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია გარდა, იმისა რომ აწოდებდა ინერტულ მასალას, ასევე ასრულებდა მიწის სამუშაოებს, ასფალტისა და ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს. კომპანია ფლობს მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, რომელიც უზრუნველყოფს ქვიშისა და ხრეშის სასურველი ხარისხით უწყვეტ მიწოდებას. გარდა პროდუქციის წარმოებისა "მინერალი" მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურეობას, მიწის სამუშაოებს, გზის ფუნდამენტის მოწყობით და ტკეპნით სამუშაოებს, ბორდიურებისა და ქვაფენილების მოწყობით სამუშაოებს, საბეტონე სამუშაოებს; ასევე სამელიორაციო სამუშაოებს და სამშენებლო საქმიანობის მომსახურეობის სრულ პაკეტს, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე.

"მინერალი" ეძებს მექანიკოსს, რომლის ძირითადი მოვალეობებია:

** დანადგარების და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა);
** დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის მუშაობის შესაძლო გაუმართაობის წინასწარი განსაზღვრა და დროული ჩართულობა;
** დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის გეგმიური მომსახურების გეგმის შედგენა;
** გეგმიური მომსახურების გრაფიკის საფუძველზე ჩასატარებელი სამუშაოების შესრულება;
** შერემონტებული დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სამშენებლო ტექნიკის მექანიკური კომპონენტების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება.

მექანიკოსისთვის სავალდებულოა:

** სასურველია უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მექანიკოსის პოზიციაზე;
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მექანიკოსისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინურობა;

ტექნიკური უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სერვისზე ორიენტირებულობა;

ხელფასი და გრაფიკი:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** გრაფიკი - კვირაში 5 დღე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე