კლინტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" ფუნქციონირებს 2015 წლის სექტემბრიდან, წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსტიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - "მინერალი" აცხადებს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიას. კომპანია "მინერალის" მთავარი პროფილია მიწის სამუშაოები, ინერტული მასალების მოპოვება და აგრეგატებისა და საფუნდამენტე მასალების წარმოება. ბოლო წლების განმავლობაში "მინერალი" აქტიურ მონაწილეობას იღებდა გზებისა და მაგისტრალების მშენებლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია გარდა, იმისა რომ აწოდებდა ინერტულ მასალას, ასევე ასრულებდა მიწის სამუშაოებს, ასფალტისა და ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს. კომპანია ფლობს მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, რომელიც უზრუნველყოფს ქვიშისა და ხრეშის სასურველი ხარისხით უწყვეტ მიწოდებას. გარდა პროდუქციის წარმოებისა "მინერალი" მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურეობას, მიწის სამუშაოებს, გზის ფუნდამენტის მოწყობით და ტკეპნით სამუშაოებს, ბორდიურებისა და ქვაფენილების მოწყობით სამუშაოებს, საბეტონე სამუშაოებს; ასევე სამელიორაციო სამუშაოებს და სამშენებლო საქმიანობის მომსახურეობის სრულ პაკეტს, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე.

"მინერალი" ეძებს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობებია:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება კლიენტებთან;
** კლიენტების მოთხოვნის იდენტიფიცირება, მიწოდების დაგეგმვა, ავტომანქანების კონტროლი;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი.

კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერისთვის სავალდებულოა:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
** ინგლისურის ცოდნა;
** პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და თურქული ენების ცოდნა;
** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური განაწილება;
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
** გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

ხელფასი და გრაფიკი:

** 800-დან 1000 ლარამდე;
** გრაფიკი - კვირაში 5 დღე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი, 2019 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე