ონლაინ კომუნიკაციის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ კომუნიკაციის ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 26 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ონლაინ კომუნიკაციის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის ონლაინ ჩათში და Facebook გვერდზე შემოსულ მომხმარებელთა შეკითხვებზე დროული, კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** ონლაინ ჩათსა და Facebook ჩათში შემოსული პრობლემების დროულად დაფიქსირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული წერითი უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** კონფლიქტების მოგვარების უნარი
** დეტალებზე დაკვირვებული

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 22 ივლისი, 2019 წელი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე