ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Domson`s Engineering
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"Domson`s Engineering"-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. ჯგუფი არის Daikin-ის, Trox-ისა და Danfoss-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

"Domson`s Engineering"-ი აქტიურად ახორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში იმისათვის, რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღესდღეობით, Domson`s Engineering-ის მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საბანკო გადარიცხვების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** საბანკო ანგარიშებზე ნაშთის კონტროლი;
** ბანკის ამონაწერების შედარება პროგრამულ ნაშთებთან;
** ყოველდღიური რეპორტი ბანკში ფულის მოძრაობის შესახებ;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება;
** MS office პროგრამების ცოდნა (PowerPoint, Excel, Word);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** SAP B1-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად მეილზე hr@domsons.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აგვისტო 2019 წელი .
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე